top of page

რატომ არის საჭირო განათების დიზაინერი

როდესაც საქმე განათებას ეხება, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ გვჭირდება თუ არა განათების დიზაინერი და რას გვთავაზობს ის?


განათების დიზაინი არის როგორც ხელოვნება, ასევე მეცნიერება და მისი სწორად გამოყენება საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. განათების დიზაინერები განათების ექსპერტები არიან. ისინი ისწრაფვიან შექმნან საუკეთესო განათება ყველასთვის, ეს იქნება ინდივიდუალური ხელოვნების ნიმუში, ერთი ოთახი, მთელი სახლი თუ მაღლსართულიანი შენობა, არქიტექტურა თუ ინტერიერის დიზაინი.


განათების დიზაინერები გვთავაზობენ უფრო მეტს ვიდრე უბრალო ნახაზები ან/და გამოთვლებია. ისინი ყურადღებას აქცევენ თითოეულ დეტალს და ტექნიკურ მახასიათებლებს. სპეციალიზირებული ცოდნა მათ საშუალებას აძლევთ გამოიყენონ განათების მრავალი სახე, რომელიც ყველაზე უკეთ იქნება მორგებული თქვენ სიტუაციას, სურვილებსა თუ კომფორტზე. კარგად იციან როგორ მოაწესრიგონ და მართონ განათება, ისე რომ მაქსიმალურად დადებითი გავლენა მოახდინოს მომუშავე პერსონალსა და მომხმარებელზე, რაც უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წარმატებისთვის. მათი გამოცდილება დაზოგავს თქვენს დროს და ზოგჯერ ძვირადღირებულ შეცდომებსაც კი.


განათების პროფესიონალი დიზაინერი ყოველთვის ფლობს ინფორმაციას უახლესი ტენდენციების, ტექნოლოგიისა და განათების ვარიანტებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ. განათების დიზაინერი არ "ყიდულობს და ყიდის” განათების პროდუქტებს - ისინი მუშაობენ მხოლოდ თქვენთვის.


AT Architect– თან თანამშრომლობა გაძლევთ შესაძლებლობას დაზოგოთ თქვენი დრო, სამუშაო და მიიღოთ მაღალპროფესიონალური ინტეგრირებული არქიტექტურული, განათებისა და ინტერიერის დიზაინის მომსახურება ერთ სივრცეში.

27 views

Comentarios


bottom of page