განათება უდიდეს გავლენას ახდენს მომხმარებელთა სარესტორნო გამოცდილებაზე
ყველა სახის საზოგადოებრივი სივრცისთვის, და მათ შორის რესტორნისთვის, მნიშვნელოვანია მშვიდი, სტუმართმოყვარე, სასიამოვნო გარემოს შექმნა, სადაც სტუმრები კვლავ სიამოვნებით დაბრუნდებიან. ასეთი სივრცის შესაქმნელად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათების სწორ დაგეგმარებას და შერჩევას, სწორედ ისეთი საგნებისთვის, როგორიცაა მენიუს წაკითხვა ან კერძის ვიზუალურად აღქმა.
რესტორნის განათება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სანათების არჩევა. განათებას შეუძლია შექმნას ან დაანგრიოს თქვენი სივრცე, უფრო მეტადაც კი ვიდრე ავეჯს ან აქსესუარს; იგი ქმნის უნიკალურ შეგრძნებებს და გამოცდილებას.
რესტორნის საერთო ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა გამოცდილებისთვის აუცილებელია სხვადასხვა სივრცეები, როგორიცაა მოსაცდელი, სასადილო დარბაზი, ბარის ზონა… ყველა ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს განსხვავებული განათება, რომ ასახოს თითოეულის დანიშნულება.
ფუნქციონალური განათების შექმნა, არ გულისხმობს მაქსიმალურად ნათელი სივრცის შექმნას, არამედ სინათლის რაოდენობის დაბალანსებას ზედაპირებზე და ფერებში, რათა თავიდან ავიცილოთ სიკაშკაშე და თვალის დაძაბვა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი გუგები ერთი ზედაპირიდან მეორეზე გადადის და იძულებულია მკვეთრად მოერგოს სიტუაციას, თვალის კუნთი იტვირთება. ეს კი იწვევს დისკომფორტს და თავის ტკივილს. ეს ვიზუალური დისკომფორტი განპირობებულია სინათლის წყაროების არასწორი გადანაწილებით და კონტრასტით, რისი სწრაფი რეგულირებაც ადამიანის თვალის არ შეუძლია; თუ თქვენი სტუმრები თავს არაკომფორტულად იგრძნობენ - ვიზუალურად თუ სხვაგვარად - რესტორანში სტუმრობისას, ისინი მეორედ აღარ დაბრუნდებიან.
სტუმრებისთვის ვიზუალური დისკომფორტის შემცირება შესაძლებელია რბილი განათებით, ზედაპირების უფრო მსუბუქი ფერით მოხატვით, რომ უფრო მეტი სინათლე აირეკლოს და სწორად დაჩრდილოს მზე, რათა დღის სინათლე პირდაპირ არასწორ ადგილას არ აირეკლოს.
საუკეთესო გამოცდილების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეძლოს აღფრთოვანება, კეთილგანწყობა, მადლიერება საკვებით, დაწესებულებითა და ასევე მათი თანმხლები სტუმრებით.
განათების პროფესიონალ დიზაინერთან მუშაობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როდესაც საქმე ეხება სივრცის შექმნას, რომელიც აღაფრთოვანებს თქვენს სტუმრებს.
Comments