top of page

AT Architect არის არქიტექტურული კომპანია, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, განათების დიზაინსა და ინტერიერის დიზაინს.  ჩვენ ვმუშაობთ ყველა მასშტაბის პროექტზე,  ყველა სექტორში.

 

კომპანიის პრინციპები ემყარება შექმნას მარტივი, სასარგებლო, ეკოლოგიურად სუფთა პროექტები, რომლებიც სინქრონულად თანაიარსებებენ თავიანთ გარემოში.

გვჯერა, რომ მასალის, ფერის, ფორმების, განათებისა და ჩვენი შემოქმედების კომბინაციით, ერთად შევქმნით თქვენს უნიკალურ არქიტექტურულ გამოცდილებას.

ATA-ს მისიაა საქართველოში შემოიტანოს და დაამკვიდროს განათების დიზაინის ევროპული სტანდარტი, ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს განათების დიზაინის მნიშვნელობა და სიძლიერე, დიზაინსა თუ არქიტექტურაში.

კომპანია დაარსდა მარიამ და ანა თავართქილაძეების მიერ და პირველად საქართველოში სთავაზობს ინტეგრირებულ, ევროპული სტანდარტის სრულ არქიტექტურულ, განათების და ინტერიერის დიზაინის სერვისებს ერთ სივრცეში. 

ანას მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო არქიტექტურის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მან ასევე დაამთავრა IED-ის განათების დიზაინის სპეციალიზირებული კურსი, მილანში. მუშაობდა საუკეთესო იტალიელ განათების დიზაინერებთან ერთად და არის ერთ-ერთი პროფესიონალი განათების დიზაინერი,  საქართველოში.

bottom of page